დღეს, ისევე როგორც გუშინ და გუშინწინ დილით გვიან გავიღვიძე და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მეზარება საწოლიდან წამოხტომა გაღვიძებისთანავე ჩემი საყვარელი ქინდლი ავიღე და დღევანდელი ,,სამეცადინო” საქართველოს კანონი ელექტრონილი კომუნიკაციების შესახებ გადავათვალიერე. თავიდანვე მიხვდი, რომ წინ რთული დღე მექნებოდა და ეს სისულელე ნერვებს მომიშლიდა. ამიტომ ქინდლი გამოვრთე და ჩემდა გასაკვირად ტელევიზორი ჩავრთე. როგორც ჩავრთე, ისე გამოვრთე და უკვე ნერვებმოშლილი წავედი ვანაში, სადაც ცოტა ხასიათი გამომიკეთდა…
მერე იყო ნესკაფე და ჭიქა წყალი და მერე ისევ ქინდლი ზემოაღნიშნული კანონით და ჰარი პოტერით, რომელსაც პირველად ვკითხულობ ინგლისურად და ბავშვობაში განცდილს თავიდან განვიცდი
საუბარი დილიდან იმიტომ დავიწყე, რომ კარგად გადმოგცეთ რას ვგრძნობდი მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე მოქმედებების შესრულებისაგან ხასითმონგრეული და თვალებატკივებული.
ყველაზე უარესი ისაა, რომ რაც არ უნდა გამართული იყოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ და მის მიზანს წარმოადგენდეს ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, მაინც არსებობენ ისეთი საზიზღრობები, როგორიც რუსთავი 2 და იმედია.
არ მინდა პოლიტიკური სარჩული გავუკეთო ამ ყველაფერს, მაგრამ ტელევიზორის ყურება მინდოდა და სერიალი, დიმა ობოლაძის სიფათი და გაბუანიას ყვირილის მეტი არაფერი დამხვდა… ამ დროს კი კანონში წერია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.”
მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი გამეაზრებინა რა არის ,,ბილინგის ინფორმაცია”, რას წარმოადგენს ,,გადაპირება”, გამერკვია რას ნიშნავს ,,ადგილობრივი დაშვების ქსელი” და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი საღამოს 9:00 საათზე რომ ჩავრთე ჩემი პატარა ტელევიზორი ლამის გული ამერია
იმას, რაც დღეს ელექტრონული კომუნიკაციების, განსაკუთრებით სატელევიზიო მაუწყებლობის სფეროში ხდება ნამდვილად არ ჭირდება ის კანონი, რომლის სწავლასაც ჩემი დღის 5 ასტრონომიული საათი დავუთმე…
ამ ყველაფერს რაღაც სხვა არეგულირებს, მაგალითად ჩიორას რეკომენდაციები (ჩიორა ჩემი ტკივილია, ისევე, როგორც ქალბატონი ნანა!)
მშვიდობიან ღამეს გუსურვებთ თბილი დილის იმედით :*









